საგანმანათლებლო ბიზნესი გახსნის მოლოდინში

24 თებერვალი 2021, 20:04 1327 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს მიერ შეზღუდვების შემსუბუქება შეეხო საგანმანათლებლო სფეროს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, ფუნქციონირებას აღადგენენ 1 მარტიდან, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1 მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებში აღდგენას - 15 მარტიდან; მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1 მარტიდან, სასკოლო წრეები კი 15 მარტიდან განახლდება.

რა რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ მათ და როგორ ემზადებიან დაწესებულებები გასახსნელად?

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში