კოვიდის ეფექტი განათლების სისტემაზე

02 მარტი 2021, 20:10 1355 ნახვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახური პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების მაჩვენებელს აქვეყნებს. 2020-2021 წელს სტუდენტთა მიღება 3,4%-ით არის გაზრდილი. ზრდა ძირითადად კერძო უნივერსიტეტებზე მოდის, თუმცა შემცირდა უცხოეთში სასწავლებლად წასულთა რაოდენობა.

აჭარის განათლების სამინისტრომ 2020 წელს ცხრა სტუდენტით ნაკლებს დაუფინანსა საზღვარგარეთ სწავლის ხარჯი, თუმცა მათივე ინფორმაციით, გაიზარდა ბიუჯეტი და გაორმაგდა სტუდენტების გრანტების ოდენობაც. 2020 წლის მონაცემებით, დოქტორანტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით დაახლოებით 20%-ით არის შემცირებული. 

ასევე შემცირებულია როგორც უმაღლეს, ისე პროფესიულ სასწავლებლებში კურსდამთავრებულთა რაოდენობა. კლების მაჩვენებელი განსაკუთრებით  დიდია პროფესიულ  კოლეჯებში. საგანამანათლებლო დაწესებულებებში ამ ტენდენციას პანდემიას უკავშირებენ. მათი თქმით, პრაქტიკული მეცადინეობები ძირითადად შეჩერებული იყო და შესაბამისად დიპლომები არ გაცემულა. საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელს, პროფესიული და საზოგადოებრივი კოლეჯების რაოდენობა 13-ით შემცირდა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში