მედიასკოლა - ბათუმის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების ერთობლივი პროექტი

22 მარტი 2021, 17:52 1197 ნახვა

ბათუმის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და მათი პარტნიორი ამერიკული უნივერსიტეტების ერთობლივი პროექტი მედია სკოლა შემოდგომაზე  სტარტს აიღებს. ჰიბრიდული პროგრამა ითვალისწინებს სწავლებას ქართულ ენაზე, უცხოელი პარტნიორების ჩართულობით, როგორც აუდიტორიებში, ასევე დისტანციურად. სტუდენტები შეისწავლიან ციფრული მედიის უახლეს მიღწევებს, პროგრამა ითვალისწინებს გაცვლით პროექტებსაც. სამაგისტრო პროგრამა 4 სემესტრისგან შედგება და მასში ჩართვა ბაკალავრის დიპლომის მქონე ნებისმიერი პროფესიის მოქალაქეს შეუძლია.

გიორგი მიქელაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში