აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება

28 აპრილი 2021, 11:48 738 ნახვა

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს სპეციალური პენიტენციური სამსახური.  უწყების ინფორმაციით, ამანათების მიღება ციხეებში ხვალიდან დაიწყება და  1-ელ მასიამდე გაგრძელდება, თუმცა 29-30 აპრილს ამანათის შეტანა დილის 9 საათიდან  18:00 საათამდე გაგრძელდება. 1-ელ მაისს კი საპატიმროებში მყოფებისთვის მათი ახლობლები  ამანათების მიტანას ,  დილის 09:00 საათიდან 15:00 საათამდე შეძლებენ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში