სკოლებში ''ბოლო ზარი'' დაირეკა

20 მაისი 2021, 14:53 3042 ნახვა

ქვეყნის მასშტაბით  მე-12 კლასელებისთვის  დღეს  ბოლო ზარი  დაირეკა. დილიდან  ბათუმის  საჯარო სკოლების ეზოებში თეთპერანგიანი მოსწავლეები იკრიბებოდნენ და ტრადიციულად  პერანგებზე  სურვილებს  აწერდნენ.  აჭარაში 3873  მოსწავლემ დაასრულა სკოლა.  მათ შორის  ბათუმში 1912 კურსდამთავრებულია.

ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე,  საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით,  გამოსაშვები საღამო სკოლის  ეზოებში გაიმართა: პირბადის გამოყენებითა და სოციალური დისტანციის დაცვით.

ახალი პროტოკოლის მიხედვით,  წელს მე-12 კლასელებს ეკრძალებათ როგორც ექსკურსიები, ასევე საბანკეტო წვეულებები. კურსდამთავრებულებს სკოლის დასრულება დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და განათლების მინისტრმა მიულოცეს, გამოსაშვებ საღამოზე იმყოფებოდა ასევე ქალაქის მერიც.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში