ნასვამი მძღოლები შესაძლოა დააპატიმრონ

08 ივნისი 2021, 20:25 18247 ნახვა

ერთწლიანი სასჯელი მართვის მოწმობაზე და გაზრდილი ჯარიმები. ნასვამი მძღოლის პასუხისმგებლობა მკაცრდება. პარლამენტში შეტანილი კანონპროექტით თუ მძღოლი სატრანსპორტო საშუალებას ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართავს, ან თავს არიდებს შემოწმებას სიმთვრალეზე, მას მართვის უფლება არა 6 თვით, არამედ უკვე 1 წლით შეუჩერდება.

ამ პერიოდში განმეორების შემთხვევაში კი 700-ლარიანი ჯარიმა 2000 ლარამდე გაიზრდება და 5-დან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება. კანონპროექტის ამგვარი ვერსია მისაღებია მძღოლების დიდი ნაწილისთვის. ისინი, ვინც საჭესთან დიდ  დროს ატარებენ, ფიქრობენ, რომ გზებზე ლეტალური შემთხვევების პრევენციისთვის სანქციების გამკაცრება ლოგიკურია.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში