ყაზახეთში გლოვის დღეა

10 იანვარი 2022, 12:15 1691 ნახვა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა 10 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. ტრაგიკული მოვლენების შედეგად გამოწვეულ მსხვერპლთან დაკავშირებით, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა გადაწყვიტა, რომ 2022 წლის 10 იანვარი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადოს,“ - დაწერა პრეზიდენტის პრესსპიკერმა „ფეისბუქში.“ 

ბოლო პერიოდი მიმდინარე არეულობის დროს ყაზახეთში დაკავებულთა რაოდენობა თითქმის 8 ათასს აღწევს  - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.შეგახსენებთ, ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე არეულობის დროს 164 ადამიანი დაიღუპა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში