მოლაპარაკებები ჟენევაში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის

10 იანვარი 2022, 12:10 1440 ნახვა

რუსეთისა და შეერთებული შტატების დელეგაციები სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის ფარგლებში შეხვედრას ჟენევაში დღეს გამართავენ. მოლაპარაკებებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უენდი შერმანი უხელმძღვანელებენ.

როგორც სერგეი რიაბკოვმა    განაცხადა,  მოსკოვი მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ოპტიმისტურად განწყობილი არ არის. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ზეწოლის ქვეშ დათმობაზე არ წავლენ. მოლაპარაკებებამდე ერთი დღით ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, იმის მიუხედავად, რომ აშშ მზად არის მოსკოვის პოზიცია მოისმინოს, რთული იქნება პროგრესის მიღწევა, თუ რუსეთი არ განმუხტავს დაძაბულობას უკრაინის საზღვარზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში