მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია

15 ივნისი 2021, 16:38 1392 ნახვა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2021 წლის ათეულში შერჩეული პედაგოგების ვინაობა ცნობილია. შერჩეული პედაგოგებიდან 5 ფინალში გადავა, ოქტომბერში კი ერთი მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს მიიღებს.

პედაგოგთა სია ასე გამოიყურება: 

1. სოფო ბაჩილავა – თბილისის კერძო სკოლა „ოპიზას“ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;

2. ლამარა ბოლქვაძე – მარნეულის მუნიციპალიტეტში მარადისისა და კასულმოს სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

3. გიტა თვალაბეიშვილი – თბილისის 168-ე სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი;

4. ზეინაბ კაკალაშვილი – თელავის მე-5 საჯარო სკოლის მე და საზოგადოება და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;

5. ხათუნა რაზმაძე – თბილისის წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი;

6. ქეთევან სეფიაშვილი – თბილისის მე-10 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი;

7. გიორგი ტერუნაშვილი – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, ჩვენი საქართველოს და ქართულის მასწავლებელი;

8. აზა ხანგოშვილი – სოფელ დუისის საჯარო სკოლის ფიზიკის, ბუნებისმეტყველების, მეწარმეობის საფუძვლების და სპორტის მასწავლებელი;

9. მარინა ხარიტონაშვილი – თბილისის სერვანტესის სახელობის გიმნაზია, აია-ჯესსის გეოგრაფიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი;

10. მაკა ხელაძე – თბილისის წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში