კელი დეგნანი მმართველ ძალას მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას ურჩევს

19 ივნისი 2021, 15:35 1203 ნახვა

რეფორმების კონტექსტში აშშ-ს ელჩმა მართლმსაჯულების რეფორმაზეც ისაუბრა. კელი დეგნანი მოუწოდებს ახლა უკვე პარლამენტს, შეაჩეროს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უზენაეს სასამართლოში, რაც მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

კელი დეგნანი საუბრობს იმაზეც, რომ ეს იქნება გაშვებული შესაძლებლობა, გაუმჯობესდეს საქართველოს სასამართლო სისტემა. ელჩი აცხადებს, რომ "ძალიან იმედგაცრუებულები" არიან რეფორმის დაწყებამდე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 9 მოსამართლის პარლამენტისთვის წარდგენით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში