რა იცვლება „პატიმრობის კოდექსში“

20 ივნისი 2021, 12:15 933 ნახვა

ხვალვე ბიუროს სხდომას წარედგინება ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით  კანონმდებლობის დონეზე იმ შეზღუდვის მოხსნა იგეგმება, რომლის გათვალისწინებით, ბრალდებულსა და მსჯავრდებულს არ ჰქონდათ სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე დაკავშირების უფლება.

კანონპროექტის მიხედვით, ბრალდებულსა და მსჯავრდებულს ნებისმიერ დროს შეეძლებათ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დაკავშირება, მათ შორის, სამარტოო საკანში ყოფნისას, გამომძიებლის ან პროკურორის მიერ სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვისას და სახდელის სახით, სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვისას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში