სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას გერმანიაში გაივლიან

16 ივლისი 2021, 11:48 1553 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის 70-მდე სტუდენტი 3 თვიანი სასწავლო პრაქტიკით გერმანიაში მიემგზავრება.

სტუდენტები კონკურსით შეარჩიეს. ისინი გერმანიის ტურიზმის ინდუსტრიის ორგანიზაციებში საწარმოო პრაქტიკას  გაივლიან.

სტუდენტების გერმანიაში გამგზავრება აჭარის მთავრობის მხარდაჭერით და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამული დაფინანსებით განხორციელდა და 80 000 ლარი დაიხარჯა.

ინფორმაციას და ვიდეო მასალას მთვარობის პრესსამსახური ავრცელებს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში