მეოთხე ტალღის რისკი ძალიან მაღალია

21 ივლისი 2021, 20:40 971 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სახელმწიფოებს მოუწოდებს წინა წლების შეცდომები თავიდან აირიდონ, მათითქმით მაღალი ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან ცოტა ქვეყანაშია.მთავრობამ კი უნდა გათვალოს რისკები ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობებსა და ვაქცინაციის სიხშირეზე.

მეორე დღეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ პიკს მიაღწია. ეპიდემიოლოგები დღესაც ამბობენ, რომ ეს მაჩვენებელი ოქტომბერ-ნოემბრის სცენარს იმეორებს, შესაბამისად ვითარებას საგანგაშოს უწოდებენ. მოსახლეობას კი ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ, რომლის სიხშირეც ქვეყანაში ამ ეტაპზე დაბალია.

გართულებული მდგომარეობის მიუხედავად, ჩაკეტვა ე.წ „ლოქდაუნი“ ამ ეტაპზე არ განიხილება. დაიწყება თუ არა სწავლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში სექტემბერში ჩვეულ რეჟიმში, ჯანდაცვის უწყებას ამ კითხვაზე ერთი პასუხი აქვს, რომ ეს თანამშრომელთა ვაქცინაციაზე იქნება დამოკიდებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში