სროლა ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე

31 ივლისი 2021, 15:35 1006 ნახვა

ლიბერიის დროშის ქვეშ მყოფ გემს ომანში ადგილობრივებმა ცეცხლი გაუხსნეს . გემზე ერთი ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა.ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ აკვატორიაში ომანთან ახლოს თავდასხმის ფაქტს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ადასტურებენ.

თამარ იოსელიანის განმარტებით გემის ეკიპაჟი კონტროლის ქვეშაა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო გემი აცილებს უსაფრთხო ადგილამდე. რაც შეეხება ქართველი მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობას , სააგენტოს ინფორმაციით, მეზღვაური თავს კარგად გრძნობს და უსაფრთხოდაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში