ბათუმის ქალთა კლუბის საანგარიშო წლის შეჯამება

01 აგვისტო 2021, 20:10 1121 ნახვა

ქალთა ინტერესების დაცვა, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა.ბათუმის ქალთა კლუბმა ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა.კლუბმა 1 წლის განმავლობაში 14 ქალი ბენეფიციარის მხარდაჭერა შეძლო.

მათ შორის რამდენიმეს განათლება დაუფინანსა.   საქართველოში სულ სამი ქალთა კლუბია, ბათუმის ქუთაისის და ზუგდიდის. კლუბები ასოციაციის „ქალები რეგიონების განვითარებისათვის“ ბაზაზე არაერთ პროგრამას ახორციელებს. კლუბის ძირითადი მიზანია ქალთა უფლებების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა. ქალთა საზოგადოებრივი აქტივობების ხელშეწყობა; ქალთა პრობლემების და საჭიროებების შესახებ საზოგადოებრივ ცნობიერების ამაღლება. ბათუმის ქალთა კლუბს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მარიამ კორინთელი უხელმძღვანელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში