პედაგოგთა ვაქცინაცია - აცრილია 46%

29 აგვისტო 2021, 12:30 938 ნახვა

ბათუმში ფაიზერის ვაქცინის მეორე დოზით  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აიცრა. ეკატერინე დგებუაძემ პოზიტიურად შეაფასა გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით პედაგოგთა 46% ვაქცინირებულია.  თუმცა როგორც ეპიდემიოლოგები აცხადებენ იმისთვის, რომ  საკლასო ოთახებში  სწავლა განახლდეს მასწავლებელთა 80% უნდა  აიცრას.  სწავლის დაწყებამდე კი 3 კვირაზე ცოტა რჩება.

რაც შეეხება ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესს  დღევანდელი მონაცემებით, სულ ჩატარებულია მილიონ 145 ათას 925 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 27%, სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 13.1%-ი.გუშინ ჯამში  20 ათას 678 ადამიანი აიცრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში