მობილობით საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტები, საგამოცდო ბარიერის დაწევას ითხოვენ

08 სექტემბერი 2021, 11:35 1983 ნახვა

საზღვარგარეთიდან მობილობით საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტები, მისაღები გამოცდების ბარიერის დაწევას ითხოვენ. ისინი ამ წუთებში აჭარის განათლების სამინისტროსთან არიან შეკრებილები და მინისტრთან - მაია ხაჯიშვილთან შეხვედრას ითხოვენ. 

მათი თქმით, განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებული მობილობის პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს, თუმცა ზოგადი უნარების გამოცდაზე დაწესებული მაღალი ბარიერის გამო, სწავლის გაგრძელებას ვერ ახერხებენ.

ისინი მომავალი მეზღვაურები არიან და სწავლის გაგრძელებაც ამ მიმართულებით სურთ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში