15 სექტემბრიდან მასწავლებლებს და მოსწავლეებს შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტების შეძენა შეეძლებათ - განათლების სამინისტრო 

14 სექტემბერი 2021, 10:18 5516 ნახვა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებლები და მოსწავლეები შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტებით წელსაც ისარგებლებენ.

უწყების ცნობით, საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან „მაგთიკომთან“, „ვიონ საქართველოსა“ და „სილქნეტთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

პროექტის ფარგლებში საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტებს შეიძენენ.

''პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მემორანდუმი ითვალისწინებს ინტერნეტ პროვაიდერების მიერ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის 20GB მაღალხარისხიანი მობილური ინტერნეტ პაკეტის 10 ლარად შეთავაზებას, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ დარგის სპეციალისტების რეკომენდაციის თანახმად 20GB ინტერნეტი სრულიად საკმარისია ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებისა და შესაბამისი რესურსების მოძიებისთვის'' - წერია სამინისტროს ინფორმაციაში. 

შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტის შეძენა 15 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში