ე.წ. სისხლიანი ბანერები

19 სექტემბერი 2021, 15:35 1368 ნახვა

ირღვევა თუ არა კანონი თბილისსა და რეგიონებში ე.წ სისხლიანი ბანერების გამოფენით. სამართლიანი არჩევნები ფიქრობს რომ კი და ამასთან დაკავშირებით საჩივარიც ცესკოს მიმართა.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ  წინასაარჩევნო კამპანიის დროს სააგიტაციო მასალის დამზადებისა და გავრცელების წესი მკაცრად არის განსაზღვრული, კერძოდ სააგიტაციო მასალაზე დეტალურად უნდა იყოს დატანილი დამამზადებელი და დამკვეთი ორგანიზაციებთან დაკავშირებული ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი სააგიტაციო მასალის გავრცელება აკრძალულია.

სამართლიანი არჩევნები ასევე გეგმავს მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ე.წ სისხლიანი ბანერების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში