4 ოქტომბერს სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება 

28 სექტემბერი 2021, 16:26 1709 ნახვა

4 ოქტომბერს საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში.

გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

განათლების მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციები იქნება ზედმიწევნით დაცული.

მისივე თქმით, სიახლეა ის, რომ სკოლებში ყველა მოსწვლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.

"იმისათვის, რომ ეს მიღწევა შევინარჩუნოთ აუცილებელია ინტენსიურად გაგრძელდეს აცრის პროცესი. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში, განსაკუთრებით მშობლები, რომ ბავშვებს მიეცეთ საშუალება გააგრძელონ სწავლა ბუნებრივ გარემოში. უმორჩილესად ვთხოვ მშობლებს, რომ აიცრან"-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, თუ რომელიმე მშობელი გადაწყვეტს, რომ მას ურჩევნია დისტანციურ ფორმატში იყოს, ამის საშუალება ბავშვებს და მშობლებს 4 ოქტომბრის შემდეგაც მიეცემათ.

მინისტრის განცხადებით, სკოლებში პედაგოგების ვაქცინაციის მაჩვენებელი 65%-ს უახლოვდება.

ამირან გამყრელიძის განცხადებით,  სკოლის დირექტორებს მიეცათ რეკომენდაცია, იცოდნენ, რამდენია მასთან აცრილი თანამშრომელი და რამდენს აქვს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადატანილი ინფექცია.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, დირექტორებს მიეცათ რეკომენდაცია, შეისწავლონ თავიანთი სკოლის მოსწავლეთა მშობლები როგორ არიან აცრილი და ასევე მოუწოდონ მათ აცრისკენ.

 

 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში