''ნაციონალურ მოძრაობას''  უნდოდა რეფერენდუმი და მიიღო კიდეც - საზოგადოება დღეს პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს - პრემიერი 

02 ოქტომბერი 2021, 17:21 1296 ნახვა

''ნაციონალურ მოძრაობას''  უნდოდა რეფერენდუმი და მიიღო კიდეც - საზოგადოება დღეს პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს - ეს განცხადება პრემიერ მინისტრმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღევანდელი დღე განსაზღვრავს ჩვენი ქალაქის და რეგიონების განვითარებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში. მისივე თქმით, დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ დავამარცხოთ პოლარიზაცია, სიძულვილი და დესტრუქცია ქართულ პოლიტიკაში.

''ეს დღე განსაზღვრავს ჩვენი ქალაქის და რეგიონების განვითარებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში. დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ დავამარცხოთ პოლარიზაცია, სიძულვილი და დესტრუქცია ქართულ პოლიტიკაში. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს. 

დღეს ''ნაციონალური მოძრაობა'' მთავარი დესტრუქციული ძალა და ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მთავარი წყარო არის სრულად დემორალიზებული და ჩამოშლილი. არსებული მონაცემებით, ამ მომენტისთვის ჩვენი პარტია და კანდიდატები დამაჯერებლად და დიდი უპირატესობით იმარჯვებენ ყველა მუნიციპალიტეტში. 

მაგრამ საჭირო არის თითოეული თქვენგანის ხმა, რათა ეს გამარჯვება კიდევ უფრო გავამყაროთ და სიცრუეზე აგებულმა პოლიტიკურმა ძალამ ამ არჩევნებში გადამწყვეტი მარცხი განიცადოს. 

ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში დაისადგუროს პოლიტიკურმა სიმშვიდემ და სტაბილურობამ. 

ეს არის ბოლო არჩევნები 2024 წლამდე. სულ რაღაც სამი საათი გვაშორებს გამარჯვებამდე. 

''ნაციონალურ მოძრაობას'' უნდოდა რეფერენდუმი და მიიღო კიდეც.  ეს დღე გახდა რეფერენდუმი ,,ნაციონალური მოძრაობისთვის', რომელსაც ქართული საზოგადოება დღეს თავის პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს'' - განაცხადა პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში