ზუგდიდის N26 საარჩევნო უბანზე ხმაური და დაპირისპირებაა

30 ოქტომბერი 2021, 16:43 1051 ნახვა

ხმაურია ზუგდიდში N26 საარჩევნო უბანზე. ანზორ მელიას შტაბის წარმომადგენელი აცხადებს, რომ  სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" დამკვირვებელი მას ფიზიკურად გაუსწორდა.

ნენე დალაქიშვილის თქმით, ენმ-ს დამკვირვებლებისგან მიუვიდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ უბანზე ე.წ. კარუსელის დატრიალების მცდელობა ჰქონდათ. ადგილზე მისვლის შემდეგ, კი დაინახა, დაპირისპირება 2 უცხო პირს და "ნაციონალური მოძრაობის"  დამკვირვებლებს შორის, რომლებმაც ე.წ. კარუსელის დატრიალების შესახებ ინფორმაციას მიაწოდეს.

დალაქიშვილის თქმით, მან დაიწყო ინციდენტის გადაღება, რა დროსაც „ოცნების“ წარმომადგენელი გაღიზიანდა და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

26-ე უბანთან, იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, რომელმაც განაცხადა, რომ ინციდენტი არ დაუნახავს, თუმცა თუკი მსგავსი ფაქტი მოხდა, დალაქიშვილმა პოლიციას უნდა მიმართოს და უწყებას შესაბამისი რეაგირება ექნება.

ჩიქოვანის თქმით, არანაირი დაძაბულობა უბანზე არ ყოფილა.

 საარჩევნო უბანზე  მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში