რატომ დატოვა პარტია თავდგირიძემ

29 ოქტომბერი 2021, 20:16 1836 ნახვა

ბათუმის საკრებულოში ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ საერთო მანდატების რაოდენობით აჯობა, მაგრამ ვინაიდან ხმები სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელს ეკუთვნის, გიორგი გახარიას პარტიის წევრებზე იყო დამოკიდებული ვის პოზიციას დაუჭერდნენ მხარს. სწორედ დღეს, მეორე ტურამდე რამდენიმე საათით ადრე ექსპრემიერის გუნდის წევრმა და ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პარტიის რიგები დატოვა. ქალაქის საკრებულოში პროპორციული სიით არჩეულმა ირაკლი თავდგირიძემ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობაზე უარი თქვა. ბათუმის საკრებულოში უმრავლესობის შესაქმნელად და თავმჯდომარის ასარჩევად, სულ მცირე, 18 დეპუტატის გაერთიანებაა საჭირო.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში