ქედაში 22 ბიულეტენი გაუქმდა

05 ოქტომბერი 2021, 19:48 951 ნახვა

ქედის # 80 საოლქო საარჩევნო კომისიამ უბნებზე და ოლქში შესულ ხუთ საჩივარზე იმსჯელა. კომისიამ განიხილა 31-ე უბანზე დაწერილი საჩივარი, რომელიც გადასატანი ყუთით ხმის მიცემას ეხებოდა. გადასატანი ყუთის სიაში მყოფი ამომრჩეველი სახლში არ იმყოფებოდა და მის ნაცვლად არჩევანი მისმა ძმამ გააკეთა. კომისიის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი გადასატანი ყუთით მიღებული ამომრჩევლის 22 ხმა. კომისიის წევრებს კი, რომლებიც ამ მოვალეობას ასრულებდნენ გაფრთხილება მიეცათ. ოქმში შეცდომით შეტანილი ციფრის გამო, რომელზედაც შესწორების ოქმი დაიწერა, შენიშვნა მიეცა მე-12 უბნის მდივანს. შენიშვნა მიეცათ რეგისტრატორებს ნომერ მე-16-ე და 26-ე უბნებზე, რომლებმაც ორი ერთნაირი სახის ბიულეტენი გასცეს. მე-5 უბანზე კი წილისყრით გამოვლენილი უფლებამოსილების შესრულებაზე უარის თქმის  გამო, შენიშვნა კომისიის წევრს მიეცა. ასევე მეხუთე უბანზე დაიწერა საჩივარი, რომლის შემაჯამებელი ოქმის შევსების დროს, ერთმანეთში აერიათ პროპორციის და მაჟორიტარის მონაცემები. საჩივრები როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და პარტიების მიერ იქნა დაწერილი. კომისიის თავმჯდომარის თქმით, გამოვლენილი დარღვევები არჩევნების შედეგებზე გავლენას არ ახდენს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში