მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს - საპატრიარქო

09 ოქტომბერი 2021, 17:07 1002 ნახვა

საპატრიარქო ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად მოქალაქეთა გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.

"მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ და თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

უფალმა აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს გარდაცვლილთა სულები“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში