ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, პრემიერმა ეუთო/ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის სამძიმრის წერილი მიიღო

09 ოქტომბერი 2021, 18:50 992 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ იონსონის სამძიმრის წერილი მიიღო.

"ძვირფასო ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმად დამამწუხრა ბათუმში საცხოვრებელი შენობის დანგრევის შესახებ ინფორმაციამ, რომელსაც სულ მცირე 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და რამდენიმე ისევ იძებნება. ODIHR-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის სახელით, ღრმა სამძიმარს და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ მსხვერპლთა ოჯახებს და ქართველ ხალხს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - ნათქვამია ალბერტ იონსონის სამძიმარში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში