ფილმი გენერალ კვინიტაძეზე

16 ოქტომბერი 2021, 20:10 2390 ნახვა

„ფიცხი, მამაცი, ჭკვიანი. მისი ტაქტიკაა - აღტკინება, შეტევა. ჩინებული მცოდნე ჯარისკაცთა ფსიქოლოგიისა, დიდი ინიციატივის პატრონი. მან ერთადერთმა შეინარჩუნა წესიერება თავის ნაწილებში ფრონტზე ჯარების დაშლის დროს. ბრძოლაში სრულიად უშიშარი; ასე ახასიათებდა საბჭოთა რუსეთის დაზვერვა 1921 წელს გენერალ გიორგი კვინიტაძეს. ეროვნულ გმირზე ახლა თავდაცვის სამინისტრო მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმს იღებს. ,,მთავარსარდლის დაბრუნება" ასე ქვია ფილმს გენერალზე, რომლის რეჟისორი გოგი თორაძეა.

ფილმში გენერლის როლს ვარლამ კორშია ასრულებს,   ფილმი ნოემბრის ბოლოს ფრანგულ და ინგლისურ ენაზე ითარგმნება. მას საერთაშორისო კინოფესტივალებზე შეაფასებენ. დიდი ალბათობით „მთავარსარდლის დაბრუნებას“ ფრანგი მაყურებელი ტელევიზიითაც იხილავს. ახლა მხოლოდ პარიზში, ლევილში დაგეგმილი ეპიზოდების გადაღება დარჩა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში