ბიშკეკში პიცა-როლით 300-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა

28 ოქტომბერი 2021, 13:55 820 ნახვა

ბიშკეკის კაფეების ქსელში  პიცა-როლით მოწამლულთა რაოდენობამ 300 ადამიანს გადააჭარბა. 40 ადამიანი სტაციონარულ მკურნალობაზე იმყოფება.  გუშინ სამინისტრომ 253 ადამიანის მოწამვლის ფაქტი დაადასტურა.

უწყებაში განმარტეს, რომ  ყველა ადამიანმა  თავი ცუდად  22-23 ოქტომბერს იგრძნო, როცა საზოგადოებრივი კვების დაწესებულებათა პოპულარული ქსელის „პიცის იმპერიის“ ოთხ კაფეში ისადილა.  

ორშაბათს  ამ ქსელის ყველა ფილიალი ეპიდემიოლოგიური მოკვლევის პერიოდში დახურულად გამოცხადდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში