არჩევნების მეორე ტურის შედეგები ზუგდიდში

31 ოქტომბერი 2021, 12:00 783 ნახვა

ზუგდიდში წინასწარი მონაცემებით ხმები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნების“ კანდიდატს, მამუკა წოწერიას 51,63% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს -ანზორ მელიას 48,36%.  სამეგრელოს სხვა თვითმმართველ თემებში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. გამონაკლისია წალენჯიხის თემი, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მოიგო.  ოლქში სულ 15 საჩივარია შესული. ძირითადად პროცედურულ დარღვევებზე. ზუგდიდის საკრებულოსი უმრავლესობა არცერთ პარტიას არ ჰყავს.

ხმაური და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა  შემაჯამებელი ოქმების    შედგენა 36 და 90 ე საარჩევნო უბანზე.  39ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრი ირწმუნებოდა რომ საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ქართული ოცნების მხარდამჭერმა ბიულეტენები ჩაყარა.ასევე  საარჩევნო უბნის კომისიის წევრები და  თავმჯდომარეები უპირისპორდებოდნენ. აგრესიულიბით გამოირჩეოდნენ ქართული ოცნების მხარდამჭერები ჟურნალისტების მიმართ.

მეორე ტურს ზუგდიდში დაკავებების გარეშე არ ჩაუვლია. მე20 საარჩევნო უბანთან მომხდარი ჩხუბის ფაქტზე, 5 პირია დაკავებული. გამარჯვება უკვე იზეიმეს ქართული ოცნების  ზუგდიდის  ოფისში. მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ, შეაფასა მეორე ტური და ოპოზიცია საარჩევნი უბნებთან მომხდარ მიზანიმართულ   პროვოკაციებში დაადანაშაულა.

მამუკა წოწერიას განცხადებით, ის იქნება პასუხისმგებლიანი მერი,  ქალაქის საკეთილდღეოდ   და ითანამშრომლებს ყველასთან. მან იმ პრპექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელრბასაც ზუგდიდში გეგმავს ზუგდიდის საკრებულოში ოცნებას 20, გახარია პარტიას  3, ხოლო ნაციონალურ მოძრაობა  22 მანდატი ექნება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში