პოლიტიკური შეფასებები ოდირის დასკვნაზე

31 ოქტომბერი 2021, 20:38 815 ნახვა

ეუთო ოდირისა და ევროპარლამენტის დელეგაციის შეფასებებს გამოეხმაურა ოპოზიცია. მისიის შეფასებას განსაკუთრებით ნეგატიურ კონტექტსში ისინი სრულად იზიარებენ და ამბობენ, რომ არჩევნების გზით რაიმის შეცვლის შესაძლებლობას კლავს ქართული ოცნება. ოპოზიცია საუბრობს მოსყიდვასა და დაშინებაზე ამომრჩევლებზე.

რაც შეეხება უმრავლესობას შალვა პაპუაშვილი ყურადღებას ამახვილებს დასკვნის პოზიტიურ ნაწილზე და ამბობს, რომ დასკვნა იყო უაღრესად პოზიტიური და ყველამ ყურადღებით უნდა მიიღოს ეს ანგარიში.  რაც შეეხება პოლარიზების პრობლემას ამ ნაწილში ყურადღებას ოპოზიციაზე ამახვილებს და ამბობს, რომ სწორედ მათთვისაა განსხვავებული აზრი მიუღებელი რაც მისი თქმით, ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს აზარალებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში