შეხვედრა სტუდენტებთან

05 ნოემბერი 2021, 14:46 1291 ნახვა

აჭარაში სტუდენტთა დახმარების ბიუჯეტი 400 ათასი ლარით გაიზარდა და 1200-ზე მეტი სტუდენტი დაფინანსდა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ წარმატებულ სტუდენტებს თორნიკე რიჟვაძე შეხვდა. პროგრამის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაა და  2021-2022 წლის გაზაფხულის და შემოდგომის სემესტრში სწავლა დაუფინანსდა ყველა იმ სტუდენტს ვისი განაცხადიც აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

უწყების ინფორმაციით,  წელს გათვალისწინებული იყო 900 სტუდენტის დაფინანსება, თუმცა პანდემიის გამო  პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა მილიონ  400 000 ლარამდე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში