უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 2021“დაიწყო

05 ნოემბერი 2021, 18:15 559 ნახვა

უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 2021“ დაიწყო. ოფიციალური ცერემონიალი კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრსა და სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  წელს სწავლებაში პირველად იქნება გამოყენებული ახალი სიმულაციური სისტემები, რომლებიც საშუალებას აძლევს საწვრთნელ ქვედანაყოფსა და სწავლების მაკონტროლებელ ჯგუფს სწავლებაში მიმდინარე მოვლენები რეალურ დროში აკონტროლონ და საერთო ოპერატიულ სურათზე გამოსახონ. 

უწყებათშორისი სწავლება წელს მერვედ ჩატარდება და საშტაბო ნაწილის გარდა საველე კომპონენტებსაც მოიცავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში