ევროკომისიის პრეზიდენტი ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ითხოვს

09 ნოემბერი 2021, 10:05 766 ნახვა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირს ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. მან მინსკი მიგრანტების ევროკავშირის წინააღმდეგ იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა. 

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, პოლიტიკური მიზნებისთვის მიგრანტების გამოყენება მიუღებელია.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი ასევე განიხილავს სანქციების დაწესებას მესამე ქვეყნების ავიაკომპანიების წინააღმდეგ, რომლესაც მიგრანტები ბელარუსში ჩაჰყავთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში