აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების გამო 6 სკოლა დაიხურა 

19 ნოემბერი 2021, 11:49 1493 ნახვა

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევების გამო დახურულია 6 სკოლა, ონლაინსწავლებაზე კი გადასულია  100 კლასი.

19 ნოემბრის მონაცემებით სრულად დისტანციურზეა:

. ბათუმი - 1

. ქობულეთი - 2

. ხელვაჩაური - 2

. ხულო - 1

სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის #7 საჯარო სკოლა 22 ნოემბერს განაახლებს სწავლას სასწავლო გარემოში.

ბოლო კვირის მონაცემის მიხედვით დისტანციურ სწავლებაზეა:

. ბათუმი - 84

. ქობულეთი - 7

. ხელვაჩაური - 6

. შუახევი - 2

. ქედა - 1 კლასი.

კოვიდი დაუდასტურდა სკოლაში დასაქმებული პერსონალის 1,6 %,  ხოლო მოსწავლეების – 1,0%-ს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 85, 6%.

აჭარის რეგიონში სულ 229 საჯარო  და 24 კერძო სკოლაა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში