სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

08 დეკემბერი 2021, 20:07 1215 ნახვა

აფხაზეთში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს სამების საკათედრო ტაძარში. 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგული 8 პირის იდენტიფიცირება მოხერხდა. მათგან ხუთი სამხედრო და სამი რიგითი მოქალაქეა.

ცხედრების გადმოსვენება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით ხდება. პანაშვიდი ორ დღეს გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში