აშშ-ს საელჩოს მედია განათლების საგრანტო პროგრამა

09 დეკემბერი 2021, 11:01 782 ნახვა

ჩიკაგოს დეპოლის უნივერსიტეტისა და სამხრეთ  ილინოისის სახელწიფო  უნივერსიტეტის პროფესორები  იმყოფებიან ბათუმის სახელწიფო უნივერისტეტში.  ისინი ჟურნალისტიკის პროგრამის განმახორციელებელ და მედიის სფეროთი დაინტერესებულებს   მასტერკლასს უტარებენ. ქართველ კოლეგებს ციფრული  პროგრამის  შემუშავების მოდელები გაუზიარეს და ამერიკის საგანმანათლებლო სივრცეში არსებული სიახლეები გააცნეს.

თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად   „ციფრული მედიისა და ინოვაციების სამაგისტრო პროგრამა”, რაც ხელმძღვანელების განცხადებით,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო  უნივერისტეტში ჟურნალისტიკის მიმართულების განვითარებას შეუწყობს ხელს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში