გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოსა და უკრაინასთან - იენს სტოლტენბერგი

08 იანვარი 2022, 12:15 976 ნახვა

ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნატო საქართველოს და უკრაინის ღია მხარდაჭერას აგრძელებს. იენს სტოლტენბერგი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კი აღნიშნა, რომ ალიანსი ერთგული რჩება ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების, რაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე რეფორმების განხორციელებაში დახმარებას გულისხმობს.

ცნობისთვის,  აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლები უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებს ორ დღეში გამართავენ უფრო ფართო რეგიონული შეხვედრა მოსკოვის, ვაშინგტონისა და რამდენიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობით კი, 13 იანვრისთვის არის დაგეგმილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში