ხულოს დრამატული თეატრის მსახიობი გარდაიცვალა

08 იანვარი 2022, 15:00 784 ნახვა

87 წლის ასაკში გარდაიცვალა ხულოს დრამატული თეატრის მსახიობი ნაზი ქარცივაძე. ის  65 წელი თეატრში მუშაობდა, ხოლო 55 წელი ბიბლიოთეკაში, ასევე წლების განმავლობაში ხულოს კულტურის სახლთან არსებული სიმღერის და ცეკვის ანსამბლის აქტიური  წევრი იყო.  იყო ანსამბლ „ ბერმუხას „ წევრიც .ის არაერთხელ დაჯილდოვებულია თეატრალური საზოგადოების მიერ.

მას მინიჭებული აქვს ლაურეატის წოდება სპექტაკლ ''ხატიჯეში'' შესრულებული როლისათვის, ასევე მიღებული აქვს აჭარისა და საქართველოს საპატიო ბიბლიოთეკარის წოდება.  მსახიობს ხვალ ხულოს თეატრიდან გაასვენებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში