“ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლები თანამედროვე თურქეთში”

16 დეკემბერი 2016, 00:00 3367 ნახვა

„ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლები თანამედროვე თურქეთში“-პროექტის ფარგლებში შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართა. პროექტი ქართველ ენათმცოდნეობის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეფუძნება, როგორიცაა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა ისტორიის, თანამედროვეობის, თვითშემეცნების პრობლემატიკის კვლევა. მიმდინარე ეტაპზე კვლევის ობიექტი თანამედროვე თურქეთში მაჭახლელი მუჰაჯირები და მათი შთამომავლები არიან.  მიმდინარე წლს განხორციელდა კომპლექსური სამეცნიერო ექსპედიცია თურქეთში შავი ზღვის რეგიონის ამასიის, სამსუნის, ორდუს და ართვინის პროვინციებში. 2016 წელს მსგავსი ორი პროექტისთვის  შიდა საუნივერსიტეტო გრანტიდან  80 ათასი ლარი გამოიყო.

ამავე კატეგორიაში