როგორია ეპიდვითარება სკოლებში?

22 იანვარი 2022, 12:25 1985 ნახვა

მძიმე ეპიდვითარების ფონზე, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესი ქვეყანაში კვლავ გრძელდება. მშობელს საშუალება აქვს არჩევანი დასწრებით და დისტანციური სწავლების ფორმას შორის გააკეთოს.

ბოლო კვირის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 0,8%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,1%-ს დაუდასტურდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდის გამოვლენის შემთხვევაში, შიდა გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე, ცალკეული კლასი ან სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადის. ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება სრულად 21 სკოლა, ხოლო  84  ცალკეული კლასი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში