ქედ-ქედში სკოლის მშენებლობა განახლდა

10 მარტი 2022, 10:53 1377 ნახვა

რამდენიმე თვეში ქედ-ქედს საჯარო სკოლის ახალი შენობა ექნება. ამ ეტაპზე განახლდა საბოლოო სამუშაოები. უკვე აშენებულია სამ სართულიანი შენობა, რომელიც 180 მოსწავლეზეა გათვლილი.

სკოლის პროექტი ითვალისწინებს სახანძრო უსაფრთხოებასაც.  სასწავლებელი ასევე ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

ახალი ხელშეკრულების ფარგლებში შენობის ფასადისა და ინტერიერის სამუშაოები დასრულდება და ტერიტორია სრულად კეთილმოეწყობა.

მშენებლობის ღირებულება 1 700 000 ლარია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში