ქვეითი სკოლის  უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა

27 მარტი 2022, 14:19 911 ნახვა

თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“  საერთო საჯარისო ცენტრის მანევრის ცენტრის ქვეითი სკოლის  უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. 

სამხედრო მოსამსახურეებს კურსის დასრულება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა მიულოცა.

სიტყვით მიმართვისას  გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ყურადღება  კურსის მნიშვნელობაზე გაამახვილა და თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში  კვალიფიცირებული უმცროსი ოფიცრების როლსა და პასუხისმგებლობაზე  ისაუბრა.

მოგვიანებით  გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში