USAID–ის სამართლის უზენაესობის ხელშეწყობის პროგრამა

01 აპრილი 2022, 14:17 811 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო და აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტი საქართველოში პარტნიორობას  აგრძელებს. 

USAID–ის მიერ დაფინანსებული ახალი, ხუთწლიანი პროექტის მიზანი, კანონის უზენაესობის გაძლიერება, მართლმსაჯულების ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ხელშეწყობაა.

ამის გარდა,  პროგრამამ  ხელი უნდა  შეუწყოს საქართველოს სასამართლოებსა და შესაბამის საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებას ისევე, როგორც რეგიონულ სასამართლოებთან, მოსამართლეებთან და რეგიონულ დონეზე მომუშავე სამართალდამცველებთან  პარტნიორობის დანერგვას. 

სამოქმედო გეგმა დღეს  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში სასამართლოებისა და მედიის წარმომადგენლებს გააცნეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში