პირველკლასელთა ასაკი

06 აპრილი 2022, 11:03 2077 ნახვა

თუ თქვენს შვილს 6 წელი 1 ოქტომბრამდე უსრულდება, მაშინ 2022 წლიდან  სკოლაში შესვლას შეძლებს. აქამდე ეს წესი ეხებოდა მხოლოდ 15 სექტემბრამდე დაბადებულებს.  ცვლილებას „უმაღლესი განათლების შესახებ“  კანონში  პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.  საკითხზე კი დღეს შესაბამისი კომიტეტი მესამე მოსმენით იმსჯელებს. 

ცვლილება, როგორც განათლების კომიტეტში აცხადებენ, წელს 2 500 -მდე ბავშვს შეეხება.

რეფორმაზე კი როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, დეპუტატებმა განათლების სამინისტროსთან და ექსპერტებთან ერთად იმუშავეს.

ამასთან ცნობილი ხდება, რომ სკოლაში შესვლის თარიღთან და ასაკთან დაკავშირებით მუშაობა გაგრძელდება და შესაძლოა საბოლოო გადაწყვეტილებით, ის ვინც 6 წლის 31 დეკემბრამდე გახდება სკოლაში შესვლას შეძლებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში