ქობულეთში უკრაინიდან ჩამოსული 27 მოსწავლე სწავლობს

12 აპრილი 2022, 10:37 708 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში უკრაინიდან ჩამოსული 27 მოსწავლე და 4-საბავშვო ბაღის აღსაზრდელი ჩაირიცხა. მოსწავლეები სწავლას ჩაქვის #1 და ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლის რუსულ სექტორში სწავლობენ, ბაღის აღსაზრდელები კი მე-7, მე-4 და სოფელ ჩაისუბნის ბაღებში  გადანაწილდნენ. 

მოსწავლეები  განათლების მინისტრის ბრძანების საფუძველზე სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან, მათთვის სასკოლო სახელმძღვანელოებს  სკოლები უზრუნველყოფენ.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, ქობულეთის ბაღების გაერთიანების უფროსის ინფორმაციით,  რუსული და უკრაინულენოვანი სექტორი არ ფუნქციონირებს, თუმცა ბავშვები ქართულ სექტორებში მშობლების სურვილის საფუძველზე ჩაირიცხნენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში