მოსწავლეებს დიაგნოსტიკური ტესტირება ჩაუტარდებათ

26 აპრილი 2022, 11:46 8842 ნახვა

სკოლებში დიაგნოსტიკური ტესტირება ჩატარდება. სპეციალური დავალებებით მეოთხედან მეცხრე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს შეაფასებენ. ტესტირება ყველა საგანში ჩატარდება, გამონაკლისია სპორტი, ისტი და მეორე უცხო ენა. 

როგორც სკოლებში აცხადებენ, დავალება მხოლოდ კომენტარით შეფასდება და ის საბოლოო ნიშანზე გავლენას არ მოახდენს.

ტესტებს სკოლებს განათლების სამინისტრო მიაწვდის, გამოცდის ფორმატს კი სკოლა განსაზღვრავს ონლაინ, კლასში თუ საშინაო დავალების ფორმით.

სადიაგნოსტიკო შეფასების ჩასატარებლად სკოლებს ვადა სასწავლო წლის ბოლომდე აქვთ.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში