შეხვედრა ირანის საკონსულოში

05 მაისი 2022, 12:02 1351 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები ირანის კონსულს შეხვდნენ.

სტუდენტებს გააცნეს ირანის ტურიზმის ინდუსტრია და  განათლების  პროგრამები, ასევე შესთავაზეს უნივერსიტეტში ირანის ოთახის გახსნა, სადაც სტუდენტებს ირანის ტურისტულ კულტურას გააცნობენ. მათ  ირანში უფასოდ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობაზეც ესაუბრნენ.   

დღესვე, შეხვედრის მონაწილეებმა 13-15 მაისს ბათუმში დაგეგმილ რიგით მე -13 ტურიზმი საერთაშორისო გამოფენის expo Batumi trevel 2022 -ის შესახებაც  ისაუბრეს, გამოფენის ფარგლებში ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები სტაჟირებას გადიან. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში