ჭადრაკი პირველ კლასებში სავალდებულო იქნება

20 მაისი 2022, 20:09 1175 ნახვა

ჭადრაკი ხელს უწყობს ანალიტიკური, ლოგიკური, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების პრაქტიკული გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარებას - ამბობს არაერთი კვლევა და განათლების სამინისტრო, სწორედ ამ მიზნით სექტემბრიდან სკოლებში პირველკლასელებისთვის ჭადრაკის, როგორც საგნის სწავლება სავალდებულო ხდება.

ვიდრე სწავლება დაიწყება, ჭადრაკის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობით აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, მასწავლებლების ტრენინგების ორგანიზებისა და სასწავლო რესურსების მომზადების კუთხით.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში