,,წლის იდეატორი’’ ბათუმის მე-14 სკოლის კლუბი გახდა 

08 ივნისი 2022, 12:04 959 ნახვა

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,წლის იდეატორი’’ გამოავლინეს.  უნივერსიტეტისა და იუესაიდის საბაზისო განათლების პროგრამის პროექტის ,,იდეატორთა კლუბის’’ ფარგლებში, ბათუმის ექვსი საჯარო სკოლა მონაწილეობდა.  

დასკვნით ღონისძიებაზე სპეციალურმა ჟიურიმ, სკოლის მოსწავლეების პროექტები განიხილა  და გამორჩეული ნამუშევრის იდეის ავტორი მე-14 საჯარო  სკოლის კლუბი „წლის იდეატორად“ დასახელდა - პროექტის ფარგლებში მათ შექმნეს ღუზა. 2022 წლის მარტიდან  იდეატორთა კლუბები ბიზნეს-ლიდერების მიერ შერჩეულ 6 საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა.  

კლუბები სკოლის ბაზაზე დაფუძნდა და მათში მე-4, მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეები გაერთიანდნენ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში