სკოლებში "საქართველოს ისტორია" დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება

17 ივნისი 2022, 11:41 1297 ნახვა

ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში "საქართველოს ისტორია" დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების მთავარი მიზანია ახალგაზრდებმა საშუალო საფეხურზე ქვეყნის ისტორია უძველესი დროიდან დღემდე უწყვეტად შეისწავლონ.

სპეციალისტების ჯგუფმა შეიმუშავა ისტორიის განახლებული სტანდარტი, რომლის თანახმად, ეროვნულ სასწავლო გეგმაში „საქართველოს ისტორია“ და „ისტორია“ ცალ-ცალკე საგნად გაიწერა.

გრიფირების პროცესი უკვე დაწყებულია და გრიფირებისთვის წარმოდგენილია 5 სხვადასხვა გამომცემლობის სახელმძღვანელო.

ახალი  სასწავლო წლიდან X კლასის მოსწავლეებს „საქართველოს ისტორიის“ ახალი სახელმძღვანელო ექნებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში